პროგრამა

31727859 1684071685039864_1363552185475923968_o

 

საბავშვო ხელოვნების სტუდიის Happy Kids Art Club მისია:


"ინვესტიცია - ადრეული ასაკიდან, ბავშვების გონებრივი, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა შემოქმედებითი გზით"- თამარ სულხანიშვილი(Tamar Sulkhanishvili)


ჩვენი საქმიანობა პასუხობს რამდენიმე მიმართულებას - საბავშვო ხელოვნების პოპულარიზაცია, გარემოს დაცვა ადრეული ასაკიდან 2-13 წლამდე ბავშვები.ბავშვებთან მუშაობის პატივისცემა, სამუშაოს შესრულებაზე პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობის განვითარება და შემოქმედებითი საქმიანობა, ხელოვნების ისტორიის გაზიარება ეს ყველაფერი ხელს უწყობს ესთეტიკური გემოვნების, მოსწავლეების საერთო კულტურის ჩამოყალიბებას. სწავლა არის ინტერაქტიური,ბავშვი ჩართულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, შემოქმედებითი გარემოს შექმნაში. მნიშვნელოვანია მოტორიკის გავითარება, რაც ხელს უწყობს გონებრივ ზრდას და დადებითად  მოქმედებს ბავშვის შინაგან სამყაროზე, მეტყველებაზე, საერთო გავითარებაზე. შემოქმედებითი მუშაობის დროს, ბავშვები ჰარმონიულად ვითარდებიან და სწავლობენ თავის იდეების რეალიზებას.

საბავშვო ხელოვნების სტუდიის  პრიორიტეტული თემაა ეკოლოგიური განათლების პოპულარიზაცია, ამ პერიოდში ხდება მსოფხედველობის ჩასახვა და ყალიბდება ბავშვის ურთიერთობა გარემოსთან. კულტურა და გარემოსდაცვა ერთმანეთთან მჭიდროთ არის დაკავშირებული, შემოქმედების წვლილი ეკოლოგიის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში, ნარჩენების გამოყენება მოდაში, თანამედროვე ხელოვნებაში, ტრადიციულ რეწვაში.

ჩვენი პროექტები ემსახურება გარემოს დაცვას ხელოვნების გზით -  საბავშვო ფესტივალი "ქაღალდის შოუ" Tamar and Kids Paper Fashion Show  და ყოველწლიური გარემოსდაცვითი პროექტი «დარგე ხე-Plant your own tree»

 


Happy Kids Art Club-ის პროგრამა ითვალისწინებს კომპლექსურ შესწავლას, გამოყენებით და სახვით ხელოვნებას:


 * ხატვა (ფერწერა,გრაფიკა,კომპოზიცია)
 * სივრცული ნამუშევრები ქაღალდისგან (ორიგამი, მისალოცი ბარათები)
 * ქარგვა (6 წლიდან)

*აპლიკაცია, კოლაჟი

* პაპიე მაშე

 * ძერწვა (თიხა)
 * კოლაჟების, სუვენირების და სათამაშოების დამზადება
 * დიზაინერული ნამუშევრების შექმნა/დეკორირება სხვადასხვა მასალების გამოყენებით

კულინარიული მასტერ-კლასი 


სამუშაოსთვის საჭირო მასალა გაიცემა დამატებით გადასახადის გარეშე

 რატო უნდა ატაროთ ბავშვიHappy Kids Art Club”–ში?

  • ავითარებს ბავშვის  შინაგან სამყაროს
  • ამჟღავნებს ბავშვის ესთეტიკურ გემოვნებას
  • თავისუფალი დროის შინაარსობრივი გატარება
  • ხელს უწყობს შემოქმედებითი  პოტენციალის განვითარებას
  • თანამედროვე სასკოლო განათლება არ არის ორიენტირებული ბავშვის კრიატიულ საწყისზე. სწავლება სკოლაში არ არის გათვალისწინებული ბავშვის იტერესებზე, ამიტომ დამატებით განათლების სახელოვნებო სტუდიები არის ადგილი, სადაც ბავშვები შემოქმედებითი საქმიანობით იქნებიან დაკავებული. შემოქმედებითი მუშაობის დროს, ბავშვები ჰარმონიულად ვითარდებიან და სწავლობენ თავის იდეების რეალიზებას.
  • მომავალში  ნებისმიერ საქმიანობას ის მიუდგება შემოქმედებით
  • გამოკვლევებმა აჩვენა, რომ შემოქმედებითი ნიჭის განვითრაბა დადებითად მოქმედებს საერთო საგანმანათლებლო საგნების მოსწრებაზე (მიუხედავად იმისა, რომ ამდაგვარი დამატებით გაკვეთლები ზედმეტი დატვირთვაა ბაშვისთვის, ეს დადებითად მოქმედებს ბავშვის საერთო მოსწრებაზე)
  • ამავე დროს ადრეული ასაკიდან (2 წლიდან) მნიშვნელოვანია მოტორიკის გავითარება , რაც ხელს უწყობს გონებრივ ზრდას და დადებითად მოქმედებს მეტყველებაზე.
 

14463039 618581271646378_3755200275433959047_n

 

                                                                      ფერი

ბავშვის მიერ ფერის აღქმის პროცესი არ შეიძლება დარჩეს უნებლიეინტუიციურობის დონეზე

ფერის აღქმა არ უნდა დარჩეს საბოლოო შედეგიფერი უნდა გახდეს ბავშვის აქტიური შემოქმედებითი საქმიანობის საშუალება

ამისათვის აუცილებელია ბავშვებში მიიყვანო ფერის აღქმის განვითარების პროცესი თვითნებურად,  ცნობიერების დონეზე.

რა პირობებს გთავაზობთ  “Happy Kids Art Club–ბი:

    • მეცადინეობა ტარდება კვირაში ორჯერ;
    • სამუშაო დღეები: ოთხშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა;
    • სტუდიაში ჩამოყალიბებულია ქართულ და რუსულ ენოვანი ჯგუფები;
    • შექმნილია შეზ.შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის სპეც. ჯგუფი;
    • სკოლამდელი ასაკის 2,5-6 წლამდე ასაკის ჯგუფებში ხატვის გაკვეთილის ბოლოს ტარდება 5 წუთიანი ვარჯიში/პილატესი/ცეკვა,რაც მნიშვნელოვანია ბავშვის ჯამრთელობისთვის;
    • სამუშაოსთვის საჭირო მასალა გაიცემა სტუდიაში დამატებით გადასახადის გარეშე;
    •  შექმნილია კომფორტული გარემო, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვის.
    • რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე