დედამიწის დღე


დედამიწის დღე

 

22 აპრილს საბავშვო ხელოვნების სტუდია Happy Kids Art Club და HAPPY KIDS HAPPY PLANET აღნიშნეს დედამიწის საერთაშორისო დღე.ეს შესანიშნავი დღე 1970 წლიდან აღინიშნება და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი ღონისძიებაა.

მთაწმინდის ტყეში ჩაირგა იასამანის და დროკის ნერგები.საბავშვო ხელოვნების სტუდიის Happy Kids Art Club და HAPPY KIDS HAPPY PLANET ეკო კლუბის პატარა წევრებმა, დიდი წვლილი შეიტანეს გარემოსდაცვით აქციაში.პლენერზე ჩატარდა გარემოსდაცვითი მასტერ -კლასი, დედამიწის დღისადმი მიძღვნილ თემაზე ,ბავშვებმა დახატეს პეიზაჟი. ჩვენი მთავარი მიზანია ვასწავლოთ პატარა ეკოლოგებს, თუ რაოდენ მნისვნელოვანია ტყის განახლება.